LIVE

პრობლემების ახალ ჩარჩოებში მოთავსება - გზა უკეთესი გადაწყვეტილებებისკენ

31 მაი 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 686
პრობლემების ახალ ჩარჩოებში მოთავსება - გზა უკეთესი გადაწყვეტილებებისკენ

როგორ შეგიძლია სწრაფად ამოვიცნოთ და ერთმანეთისგან განვასხვავოთ ქიმიკოსი და სანტექნიკოსი? სთხოვეთ ადამიანს, ახსნას სიტყვა „გაერთიანებული“. ქიმიკოსი ფიქრობს, რომ "გაერთიანებული" ნიშნავს არაიონიზირებულს, ხოლო სანტექნიკოსი მიიჩნევს, რომ ეს კავშირის წევრობაა. ეს ხუმრობა ადამიანის შემეცნებისთვის გარკვეულწილად გამართლებულია.

რეალობას ჩარჩოების - გონებრივი მოდელების საშუალებით აღვიქვამთ, რომლებსაც ჩვენი აზროვნების დახმარებაც შეუძლიათ და მას ზოგჯერ ხელსაც უშლიან.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ინტერნეტის მართვისა და რეგულირების პროფესორი მაიერ-შონბერგერი წერს: "გონებრივი მოდელები საშუალებას გვაძლევენ, ყურადღება გავამახვილოთ მნიშვნელოვან საკითხებზე და ყურადღება არ მივაქციოთ სხვებს - ისევე, როგორც კოქტეილის წვეულებაზე - გვესმის საუბარი, რომელშიც ჩართული ვართ და მოწყვეტილი ვართ ჩვენს გარშემო ჩურჩულს. ახლა ჩვენ ვიცით, რომ სწორი ჩარჩოების სწორად გამოყენება ხსნის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრს, რაც, თავის მხრივ, უკეთეს გადაწყვეტილებებს იწვევს”.

მაიერ-შონბერგერმა 2013 წელს დაწერა წიგნი: “დიდი მონაცემები: რევოლუცია, რომელიც გარდაქმნის ჩვენს ცხოვრებას, მუშაობას და ფიქრს”. ავტორი მრავალ კონფერენციაზე მიიწვიეს, სადაც  გაჩნდა კითხვა: “თუ მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია და მანქანური სწავლებისა და მონაცემთა ანალიზის დახმარებით, მანქანების შესაძლებლობა უკეთესად აფასებს გადაწყვეტილების ვარიანტებს, ვართ თუ არა იმ გადამწყვეტ წერტილში, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანქანა ადამიანზე უკეთესია, რადგან მიკერძოება არ აქვს”. 

კითხვას მაიერ-შონბერგერი ასე პასუხობს: “ზოგჯერ შეცდომით მთვლიან ჰიპერ-რაციონალისტად. მონაცემები მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ მონაცემები მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია. მეორე ნაწილი არის მენტალური მოდელი. კაცობრიობის ძალა სწორი მიდგომით გადაწყვეტილებების მომზადებაა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ყოველთვის ჩარჩოებში ვართ, მაგრამ ეს ჩარჩოები შეზღუდვა არ არის. ეს ჩვენი აზროვნების თვისებაა”.

წიგნში რამდენიმე მაგალითია ტექნოლოგიიდან - მაგალითად, ძმები რაიტები, კიტის ჰოუკში, მაგრამ არის ალისა მილანოც, მსახიობი, რომელმაც MeToo მოძრაობა ერთი ტვიტით დაიწყო 2017 წელს.

"MeToo მოძრაობა ბევრი რამ არის, მაგრამ ალბათ ყველაზე ძლიერი - ეს არის ჩარჩო. მან სექსუალური ძალადობის აღქმა გარდაქმნა და გასაიდუმლოებულიდან ისეთ მოვლენად აქცია, რისი საჯაროდ გაცხადებაც შეიძლება. Twitter-ზე გაკეთებული განაცხადები გახდა გაძლიერებისა და გათავისუფლების წყარო”, - წერს ავტორი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პიტერ კოი