LIVE

ტაივანში Covid-19-ის ტესტის პასუხის გაგებას 9 დღეზე მეტი სჭირდება

26 მაი 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 495
ტაივანში Covid-19-ის ტესტის პასუხის გაგებას 9 დღეზე მეტი სჭირდება
Billy H.G. Kwok/Bloomberg

ტაივანში ადამიანებს Covid-19-ის ტესტის პასუხის გასაგებად ცხრა დღეზე მეტი სჭირდებათ. შეფერხების მიზეზი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტესტებზე განსაკუთრებით გაზრდილი მოთხოვნაა. 

პასუხის დაგვიანების გამო, ტაივანის მთავრობამ გადაწყვიტა ახალი შემთხვევების აღსარიცხად ინფექციის დადასტურების ნაცვლად, ტესტის ჩატარების დღე აიღოს. მიუხედავად მცდელობისა, რომ მონაცემები რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს, დღიური შემთხვევების შესახებ ზუსტი ინფორმაციის არქონის გამო, მთავრობა ეპიდვითარების შესახებ რეალურ მდგომარეობას ვერ აფასებს, რაც ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას ართულებს.

პანდემიის დაწყების დღიდან ტაივანში დაფიქსირებულია Covid-19-ით ინფიცირების 4918 და გარდაცვალების 46 შემთხვევა.  

ქვეყანაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევები საფრთხეს უქმნის ტაივანის, როგორც კოვიდთან ბრძოლაში მოპოვებული წარმატებული ქვეყნის სტატუსს.

ტაივანში მოქმედებს მსუბუქი კოვიდრეგულაციები. სკოლები, სპორტული დარბაზები და ბარები ივნისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია. ტაიბეის რესტორნები კი მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობენ. ოფისები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სუპერმარკეტები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სამსონ ელისი