LIVE

Facebook: ყველაზე მეტი არაავთენტიკური ქსელი რუსეთსა და ირანში იქმნება

26 მაი 202119:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 650
Facebook: ყველაზე მეტი არაავთენტიკური ქსელი რუსეთსა და ირანში იქმნება

Facebook-ზე ანგარიშების ქსელების უმეტესობა, რომელსაც კომპანია ”არაავთენტიკური ქცევისთვის” შლის, შექმნილია რუსეთში ან ირანში,- ნათქვამია სოციალური ქსელების გიგანტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

2017 წლის შემდეგ ქსელმა რუსეთიდან და ირანიდან 50-ზე მეტი, ხოლო აშშ-დან 9 ასეთი ანგარიში წაშალა. აშშ ამ ოპერაციების ყველაზე ხშირი სამიზნე იყო. ამავე პერიოდში აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ 28 გავლენიანი უცხოური კამპანია მუშაობდა. 

ამერიკის შემდეგ, ”არაავთენტიკური” ანგარიშების სამიზნე უკრაინა იყო. მის საწინააღმდეგოდ 11 კამპანია მუშაობდა. 

მონაცემები, რომლებიც ქსელების გავლენებს ავლენს, ანგარიშის მხოლოდ ნაწილია. ყალბი ან რეალური ანგარიშების მფლობელები სამიზნე ჯგუფების წინააღმდეგ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განგებ ავრცელებდნენ. 

Facebook-ში ამბობენ, რომ ასეთი ანგარიშები ყოველთვიურად იშლება, თუმცა დღევანდელი ანგარიში აერთიანებს მონაცემებს, 2016 წლის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ.

კომპანიის განცხადებით, მას შემდეგ, რაც Facebook-მა “არაავთენტიკური” ანგარიშების ამოცნობის სისტემა გააუმჯობესა, ჯგუფებმა შეცვალეს სტრატეგია. მათ შორის მიმართავენ უფრო მცირე კამპანიებს, რომლებსაც უფრო კონკრეტული სამიზნე აუდიტორია ჰყავთ. Facebook-ი ამ პროცესს აღწერს, როგორც "საბითუმო" ვაჭრობიდან “საცალოზე” გადასვლას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი