LIVE

აშშ მოქალაქეებს იაპონიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

25 მაი 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 597
აშშ მოქალაქეებს იაპონიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

იაპონიაში Covid-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქვეყანაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" განცხადებით, გაფრთხილება სრულად ვაქცინირებულ პირებსაც ეხებათ. 

“იაპონიაში არსებული ვითარების გამო, სრულად ვაქცინირებული მოგზაურებსაც კი შეიძლება შეხვდეთ და გაავრცელონ COVID-19-ის შტამები და უნდა მოერიდონ ყველანაირ მოგზაურობას იაპონიაში",- ამბობს “დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი”.

CDC-სგან განსხვავებით, უფრო კატეგორიულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც მოქალაქეებს პირდაპირ მოუწოდებს: "Covid-19-ის გამო, არ იმოგზაუროთ იაპონიაში."

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, იაპონიაში მოგზაურობის რისკი ძალიან მაღალ - მეოთხე დონემდეა გაზრდილი.

აშშ-ს გაფრთხილებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს სადაზღვევო ტარიფებზე და გადაწყვიტოს იაპონიაში ზაფხულში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებში სპორტსმენებისა და სხვა მონაწილეების ჩასვლის საკითხი.

იაპონიის მთავრობა აცხადებს, რომ მოქალაქეების გაფრთხილების გამო, თამაშების გაუქმება არ იგეგმება. იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, განცხადება თამაშებში მონაწილე ამერიკელ სპორტსმენებს არ ეხებათ. 

იაპონიის ნაწილში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებამდე დარჩება.

სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, იაპონელები თამაშების ჩატარებას არ ემხრობიან, რადგან მიიჩნევენ, რომ იმ დროისთვის მოსახლეობის საკმარისი ოდენობა ვაქცინირებული ჯერ კიდევ არ იქნება.

გეგმის მიხედვით, იაპონიაში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაგრძელდება.