LIVE

აშშ ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს ტესტის შედეგს მოსთხოვს

25 დეკ 202017:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 276
აშშ ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს ტესტის შედეგს მოსთხოვს
Angus Mordant/Bloomberg

28 დეკემბრიდან აშშ დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს კორონავირუსის ტესტზე უაყოფითი პასუხის წარდგენას მოსთხოვს. ამის მიზეზი ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელებული კორონავირუსის ახალი შტამია.       

მოგზაურებმა ბრიტანეთის დატოვებამდე, არა უმეტეს 72 საათით ადრე, PCR ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი უნდა ჩაიტარონ.  

ვირუსის ახალი შტამის გამო, ზოგიერთმა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა შეაჩერა. მკვლევარების აზრით, ახალი შტამი 56%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება. CDC-ის განცხადებით, ვირუსის ეს სახეობა აშშ-ში დადასტურებული არ არის, თუმცა შესაძლებელია, რომ ის უკვე ცირკულირებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი დადასტურდა სამხრეთ აფრიკაში. ამის გამო, ჰონგ-კონგმა სამხრეთ აფრიკიდან მგზავრების მიღება სრულად აკრძალა, სხვა ქვეყნებიდან ჩასული ვიზიტორებისთვის კი სავალდებულო კარანტინი დააწესა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ამეია კარვე