LIVE

რუსეთი ლაინერის გატაცების შესახებ დასავლეთის რეაქციას “შოკისმომგვრელს” უწოდებს

24 მაი 202118:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 816
რუსეთი ლაინერის გატაცების შესახებ დასავლეთის რეაქციას “შოკისმომგვრელს” უწოდებს
The Times

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა დასავლეთის ლიდერების მხრიდან თვითმფრინავის გატაცების შესახებ სიტყვა “შოკისმომგვრელის” გამოყენებას “შოკისმომგვრელად” მიიჩნევს.

"ან ყველაფერი შოკისმომგვრელი უნდა იყოს, დაწყებული ავსტრიაში აშშ-ს მოთხოვნით, ბოლივიის პრეზიდენტის თვითმფრინავის იძულებითი დაშვებით და უკრაინაში მაიდანის საწინააღმდეგო აქტივისტის ბელარუსის რეისის აფრენიდან 11 წუთში იძულებითი დაშვებით, ან შოკისმომგვრელი არ უნდა იყოს სხვების ანალოგიური ქცევა”,- წერს ზახაროვა Twitter-ზე.

თვითმფრინავის გატაცებას გამოეხმაურა კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი. მან არ დააკონკრეტა, გააფრთხილა თუ არა ბელარუსის ხელისუფლებამ თვითმფრინავის დაკავების შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის “სპეცსამსახურები ახლო კონტაქტში არიან".

პესკოვის თქმით, აღნიშნული ფაქტი ჯო ბაიდენისა და პუტინის შეხვედრას ხელს არ შეუშლის. 

"ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებში ვერ ვხედავ რაიმე უჩვეულოს ან მიუღებელს",- ეს განცხადება რუსეთის დუმის ზედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა გააკეთა. მისი თქმით, ჟურნალისტ რომან პრატასევიჩის დაპატიმრება გამართლებული იყო. "ეს ადამიანი უცხოეთში იჯდა და აკრიტიკებდა სამშობლოს. ეს გაფრთხილებაა ტიხანოვსკაიასთვის”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მილდა სეპუტიტი და ალიაქსანდრ კუდრიცკი