LIVE

ჰაკერებმა იაპონური გაცნობის საიტის მომხმარებლების პირადი მონაცემები გაასაჯაროეს

25 მაი 202118:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 629
ჰაკერებმა იაპონური გაცნობის საიტის მომხმარებლების პირადი მონაცემები გაასაჯაროეს
Bloomberg

იაპონურ გაცნობის აპლიკაციაზე თავდასხმისას ჰაკერებმა 1.7 მილიონი ადამიანის პირადი ინფორმაცია გახადეს საჯარო.

Net Marketing-ის გაცნობის აპლიკაცია Omiai-მ ჯერ კიდევ აპრილში აღმოაჩინა სერვერებზე უნებართვო წვდომის მტკიცებულება. გამჟღავნებულ მონაცემებს შორის იყო პირადობის მოწმობის ფოტოები, რომლებიც მომხმარებლების ასაკის დასადასტურებლად გამოიყენება, მათ შორის, მართვის მოწმობები, სადაზღვევო ბარათები და პასპორტები. საკრედიტო ბარათის მონაცემები მათ შორის არ აღმოჩნდა, განაცხადა კომპანიამ და დასძინა, რომ მას ჯერ არ დაუდასტურებია პირადი ინფორმაციის უკანონო მითვისების ფაქტი.

ყოველთვიური ანგარიშის თანახმად, Omiai-ს აპლიკაციას აპრილისთვის 6,8 მილიონი ანგარიში ჰქონდა დარეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაცია უფასოა ქალებისთვის, Omiai შემოსავალს კაცების გადახდებიდან იღებს.

CyberAgent-ის თანახმად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, იაპონიაში ონლაინ გაცნობის ბაზარი ორჯერ გაიზარდა და სავარაუდოდ, 2025 წლისთვის კიდევ 70%-ით, 106 მილიარდ იენამდე გაიზრდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შოკო ოდა