LIVE

სინგაპურმა Covid-19-ის სუნთქვითი ტესტები დაამტკიცა

24 მაი 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 655
სინგაპურმა Covid-19-ის სუნთქვითი ტესტები დაამტკიცა
REUTERS

სინგაპურმა Covid-19-ის დასადგენი ჩასასუნთქი ტესტი გამოყენებისთვის დაამტკიცა. სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის განცხადებით, მოწყობილობა ზუსტ შედეგს ერთ წუთში იძლევა.  

ტესტი, რომელიც უნივერსიტეტის სტარტაპმა Breathonix-მა შექმნა, მუშაობს როგორც სტანდარტული ჩასასუნთქი ტესტი, რომელსაც პოლიცია მძღოლის ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად იყენებს.

ადგილობრივი გაზეთის ინფორმაციით, სინგაპური საცდელ რეჟიმში, ტესტირებას მალაიზიიდან შემომავალ მოგზაურებს ჩაუტარებს. დადებითი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში, მგზავრს შედეგის დასაზუსტებლად, ჩხირის მეშვეობით, PCR ტესტი ჩაუტარდება.

სინგაპური ამჟამად ქვეყანაში შემსვლელებს ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტებით ამოწმებს. Breathonix-ის სასუნთქი ტესტების პარალელურად, სინგაპური მათ გამოყენებას გააგრძელებს. 

Breathonix-ის ტესტმა სამი კლინიკური კვლევა გაიარა. მათ შორის ორი სინგაპურში და ერთი - დუბაიშისინგაპურში ჩატარებული საპილოტე კვლევის მიხედვით, ტესტმა მგრძნობელობის (sensitivity) 93%-ს და სპეციფიკურობის (specificity) 95%-ს მიაღწია. 

სწრაფი და ზუსტი ტესტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია აზიის ქვეყნებში ტურიზმის სექტორის გასახსნელად. მაშინ, როდესაც აშშ და ევროპის ქვეყნები ტურისტების მიღებას იწყებენ, სინგაპური და აზიის სხვა ქვეყნები, სადაც Covid-19-ის შემთხვევაში რიცხვი დაბალია, საზღვრების გახსნას ერიდებიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დერეკ უოლბანკი