LIVE

გერმანია გაერთიანებულ სამეფოს ახალ სამოგზაურო შეზღუდვებს უწესებს

22 მაი 202116:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 764
გერმანია გაერთიანებულ სამეფოს ახალ სამოგზაურო შეზღუდვებს უწესებს
Bloomberg

გერმანია გაერთიანებული სამეფოდან მოგზაურებს ახალ შეზღუდვებს კვირიდან დაუწესებს. შეზღუდვები დიდ ბრიტანეთში Covid-19-ის ინდური შტამის სწრაფ გავრცელებას ეხება.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მოგზაურებმა დიდი ბრიტანეთიდან გერმანიაში ჩასვლისთანავე ორი კვირის განმავლობაში საკარანტინო პერიოდი უნდა გაიარონ.

ინდური შტამის შესახებ BioNTech / Pfizer-ის და Oxford / AstraZeneca-ს ვაქცინების ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ორმაგი დოზა უკეთესად იცავს ვირუსის ინდური ვარიანტისგან, რომლებიც პირველად ინდოეთში და კენტში, დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს.

ბრიტანეთი ახლა ვაქცინაციას 32 წელს ზემოთ ადამიანებს სთავაზობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია