LIVE

მასკი: ბიტკოინის ენერგიის პრობლემის გადაჭრა აუდიტს შეუძლია

23 მაი 202114:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 631
მასკი: ბიტკოინის ენერგიის პრობლემის გადაჭრა აუდიტს შეუძლია
Bloomberg

Tesla-ს დირექტორმა ელონ მასკმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიის აუდიტი, რომელსაც ბიტკოინის მსხვილი მაინერები იყენებენ, კრიპტოვალუტის გარემოზე ზემოქმედების პრობლემების მოგვარებას ხელს შეუწყობს.

 

”ენერგიის ბოლოდროინდელი მოხმარების ექსტრემალური ზრდა ასე სწრაფად ვერ განხორციელდებოდა განახლებადი ენერგიის წყაროებით”, - თქვა მასკმა Ark Investment-ის კვლევის დირექტორის ბრეტ უინტონის ტვიტის პასუხად იმის შესახებ, თუ რა პოტენციალი აქვს ბიტკოინის მოპოვებას მზისა და ბატარეული სისტემების ფართოდ გამოსაყენებლად.

მასკმა ასევე უპასუხა Twitter- ის სხვა მომხმარებელს, რომელმაც კრიპტო მოპოვებაში ენერგიის იდეალური გამოყენების შესახებ დასხვა კითხვები და ხაზი გაუსვა, რომ მასკის ფავორიტ Dogecoin-საც აქვს გასაუმჯობესებელი სივრცე ამ მხრივ. მასკმა განაცხადა, რომ იგი უპირატესობას 0,1 კვტ / სთ-ს სისტემის გამოყენებას ანიჭებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნეითან ქრუქსი