“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” (WHO) ოფიციალური მონაცემების მიხედვით, Covid-19-მა გავრცელების დღიდან მსოფლიოში 3,4 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. თუმცა, გარდაცვლილთა რეალური რიცხვი შესაძლოა მინიმუმ 6-8 მილიონი იყოს.
“ეს რიცხვი რეალურად ორჯერ ან სამჯერ მეტია. ასე რომ, ვფიქრობ, 6-დან 8 მილიონამდე გარდაცვალების შემთხვევა შეიძლება შეფასდეს როგორც გაფრთხილება”,- ამბობს სამირა ასმა, WHO-ს გენერალური დირექტორის თანაშემწემ.
ამ დროისთვის Covid-19-ის გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება აშშ-ში, მას ამავე თანმიმდევრობით მოსდევს ბრაზილია, ინდოეთი, მექსიკა და დიდი ბრიტანეთი. ათეულში შედიან იტალია, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და კოლუმბია.
რაც შეეხება საქართველოს, Stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციით, 4 569 ადამიანი გარდაიცვალა.