ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ლარის გამყარებას პოზიტიურ მოლოდინებს უკავშირებს.
მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის გამყარება რამე ტრანზაქციას არ უკავშირდება.
„აპრილში ექსპორტის, გზავნილების, დღგ-ს ბრუნვის წინასწარი მაჩვენებლები რაც გვაქვს, იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდა იქნება კიდევ უფრო მაღალი მარტთან შედარებით, რაც აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს. ეს პოზიტიური მოლოდინები აქვს კერძო სექტორსაც. შეიძლება ითქვას, რომ არანაირ ტრანზაქციაზე საუბარი არაა, რომ რამე ტრანზაქციამ გაამყარა ლარი. ესაა პოზიტიური მოლოდინები, მოიხსნა შეზღუდვები და ესეც მოლონილების გაუმჯობესების ნაწილია“,- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტა მყარდება. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.29 ლარს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი 1 დოლარის ღირებულება 3.35 ლარია.