LIVE

უნგრეთი საგანგებო სიტუაციას დაგეგმილზე ადრე დაასრულებს

20 მაი 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 812
უნგრეთი საგანგებო სიტუაციას დაგეგმილზე ადრე დაასრულებს
Akos Stiller/Bloomberg

უნგრეთი Covid-19-ის გავრცელების გამო დაწესებულ საგანგებო სიტუაციას დაგეგმილზე ადრე დაასრულებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გერგელი გულიაშმა განაცხადა. 

ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე საგანგებო მდგომარეობის ზაფხულის ბოლომდე გასაგრძელებლად კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანეს. ვიდრე მთავრობა პარლამენტს ცვლილებების გასაუქმებლად მიმართავს, განიხილება რა ზომების შენარჩუნება იქნება საჭირო იმისათვის, რომ კორონავირუსის გავრცელება ქვეყანამ თავიდან აიცილოს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რეგულაციების შემსუბუქების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს. მოსალოდნელია, რომ შეზღუდვების გაუქმება კომენდანტის საათის ეტაპობრივ მოხსნასაც მოიცავს. 

მთავრობის პროგნოზით, უნგრეთის 9,7 მილიონი ადამიანიდან კვირისთვის 5 მილიონი Covid-19-ის ვაქცინის მინიმუმ ერთ დოზას მიიღებს, რაც ევროკავშირის მასშტაბით, ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზოლტან სიმონი