LIVE

სინგაპური ახალი შტამის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

19 მაი 202118:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1404
სინგაპური ახალი შტამის შესახებ ინფორმაციას უარყოფს
CHONG JUN LIANG

სინგაპური უარყოფს ნიუ-დელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სინგაპურში Covid-19-ის ახალი შტამი აღმოაჩინეს. ქალაქ–სახელმწიფოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მათთან დაფიქსირებული ვარიანტი ინდური შტამია.  

ნიუ-დელის მთავარმა მინისტრმა არვინდ კეჟრივალმა გუშინ Twitter-ზე დაწერა, რომ ე.წ. "სინგაპურის ახალი ვარიანტი" "ძალიან საზიანოა ბავშვებისთვის". ინფექციის მესამე ტალღის თავიდან აცილების მიზნით, მან ფედერალურ მთავრობას სინგაპურთან საჰაერო მიმოსვლის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდა.

განცხადებას სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

"სინგაპურის შტამი არ არსებობს. შტამი, რომელიც ბოლო კვირების Covid-19 შემთხვევებში გვხვდება, არის B.1.617.2 ვარიანტი, რომელიც ინდოეთში გაჩნდა",- ნათქვამია განცხადებაში. 

ინფორმაციას სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. "პოლიტიკოსები უნდა ეყრდნობოდნენ ფაქტებს! არ არსებობს "სინგაპურის ვარიანტი",- წერს ვივიან ბალაკრიშნანი Twitter-ზე.

საპასუხოდ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ინდოეთს საკუთარი ინტერესი არ ამოძრავებს და უპასუხისმგებლო კომენტარებმა შესაძლოა, ხანგრძლივი პარტნიორობა დააზიანოს". 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფილიპ ჰეიჯმანსი