LIVE

ჯო ბაიდენი კიბერუსაფრთხოების ხარჯებს ზრდის

18 მაი 202120:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 552
ჯო ბაიდენი კიბერუსაფრთხოების ხარჯებს ზრდის
T.J. Kirkpatrick/The New York Times/Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინიციატივით, კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მილიარდობით დოლარი დაიხარჯება.

კიბერუსაფრთხოება პრიორიტეტად SolarWinds-სა და უდიდეს მილსადენზე თავდასხმის შემდეგ იქცა, რის შედეგადაც საწვავის ფასმა მკვეთრად მოიმატა. ამ ეტაპზე უცნობია, ბაიდენის ინიციატივის ბიუჯეტი უცნობია. 

$2-ტრილიონიანი დასაქმების გეგმა მოიცავს $20 მილიარდს სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობებისთვის ენერგეტიკული სისტემის მოდერნიზაციისთვის, რაც კიბერუსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზეა დამოკიდებული. ასევე $2 მილიარდი მოხმარდება ქსელის მდგრადობის უზრუნველყოფას მაღალი რისკის მქონე ადგილებში. ადმინისტრაცია $100 მილიარდს დახარჯავს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფაზე. 

“კიბერუსაფრთხოება ჩვენი დროის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამიტომ პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერება მთავარ პრიორიტეტად აქცია”, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

2022 წლის ბიუჯეტის გეგმა, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა, $2.1 მილიარდს ითვალისწინებს კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსთვის, რაც $110 მილიონით მეტია, ვიდრე 2021 წლის დაფინანსება. ბაიდენის მიერ მარტის თვეში ხელმოწერილი დახმარების გეგმა დამატებით $1,65 მილიარდს ითვალისწინებს კიბერ უსაფრთხოების დაცვისათვის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯენიფერ ეპშტეინი და ქართიკაი მეროტრა