LIVE

EMA: Pfizer-ის სტანდარტულ მაცივარში შენახვა უფრო დიდი ხნითაც შეიძლება

18 მაი 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 733
EMA: Pfizer-ის სტანდარტულ მაცივარში შენახვა უფრო დიდი ხნითაც შეიძლება

ევროკავშირის წამლების მარეგულირებელი ამბობს, რომ Pfizer-ის Covid-19-ის ვაქცინის შენახვა სტანდარტულ სამაცივრე ტემპერატურაზე (2-8°C) შეიძლება იმაზე დიდხანს, ვიდრე აქამდე იყო რეკომენდებული.  

პრეპარატის მაცივარში შენახვის ამჟამინდელი ვადა მხოლოდ ხუთი დღეა, თუმცა “ევროპის წამლის სააგენტოს” (EMA) ახალი განცხადებით, ვაქცინების გალღობის შემდეგ, გაუხსნელი ფლაკონები მაცივარში შეიძლება ერთ თვემდე ინახებოდეს.

სპეციალისტების შეფასებით, ვაქცინის შენახვასთან დაკავშირებული სიახლე ვაქცინაციის პროცესს უფრო მოქნილს გახდის და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს იმუნიზაციის კამპანიაზე.

Pfizer-ის მთავარ ნაკლად სწორედ მისი შენახვის პირობები სახელდება. ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ვაქცინის შენახვის პირობების დაცვა რთულია.

აშშ-ის მარეგულირებელის (FDA) მიხედვით, პრეპარატი ჩვეულებრივ -80-დან -60 C-მდე ინახება, თუმცა თებერვალში FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებს გადახედა და  დაადგინა, რომ ორი კვირის ვადაში მისი -15-დან -25C-მდე ტემპერატურაზე შენახვა შესაძლებელია.