LIVE

გვალვის გამო ბრაზილიური ყავა და ფორთოხალი რისკის ქვეშაა

20 მაი 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1170
გვალვის გამო ბრაზილიური ყავა და ფორთოხალი რისკის ქვეშაა
Victor Moriyama/Bloomberg

მსოფლიოში ყავის, შაქრისა და ფორთოხლის წვენის უმსხვილესი ექსპორტიორი ბრაზილია გვალვის გამო წყლის დეფიციტს განიცდის. ნიადაგი დაშრა, მდინარეებში წყლის დონე დაბალია ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში, რაც სოფლის მეურნეობის წარმოების ლოკომოტივია.

გვალვის გამო ფერმერები შიშობენ, რომ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში მოსავლის შენარჩუნების პრობლემა შეექმნებათ.

ფორთოხლის ხეებისა და ყავის მცენარეების გამოშრობის რისკი სურსათის ფასის ზრდის შიშს აძლიერებს. სურსათის მაღალმა ფასებმა შეიძლება გაამძაფროს შიმშილი - გლობალური პრობლემა, რომელიც Covid-19 პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა. ნიუ-იორკის ICE Futures-მა უკვე მიაღწია ოთხწლიან მაქსიმუმს ყავისა და უმი შაქრის კონტრაქტებზე.

წყლის დეფიციტის გამო ბრაზილიაში ყავისა და ფორთოხლის წარმოება შეიძლება ზედიზედ მეორე წლს განმავლობაში შემცირდეს. ბრაზილიაში ფორთოხლის მიმდინარე მოსავალი წინა სეზონთან შედარებით 31%-ით შემცირდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 33 წლის განმავლობაში, ხოლო Arabica, ძვირადღირებული ყავის წარმოება, რომელსაც იყენებენ ისეთი ქსელები, როგორიცაა Starbucks, ასევე დარტყმის ქვეშაა.

"მიუხედავად იმისა, რომ მშრალი სეზონი ბრაზილიაში წელიწადის ამ პერიოდისთვისაა დამახასიათებელი, მოსალოდნელია, რომ ის ჩვეულებრივზე მეტხანს გაგრძელდება, რაც შეშფოთებას იწვევს. რეგულარული წვიმები რეგიონში სექტემბრის ნაცვლად ოქტომბერ-ნოემბერში დაბრუნდება",- ამბობს მეტეოროლოგი სელსო ოლივეირა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფაბიანა ბატისტა