LIVE

ინდოეთი AstraZeneca-თი აცრილებში სისხლდენისა და თრომბის იშვიათ შემთხვევებზე მიუთითებს

17 მაი 202119:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 2562
ინდოეთი AstraZeneca-თი აცრილებში სისხლდენისა და თრომბის იშვიათ შემთხვევებზე მიუთითებს

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ AstraZeneca-თი აცრილებში სისხლდენისა და თრომბის განვითარების 26 საეჭვო შემთხვევა აღმოაჩინა. მსგავსი შემთხვევების განვითარების რისკი მცირეა, რადგან უწყების ცნობით, ქვეყანაში სულ 164 მილიონი დოზა ვაქცინაა გაკეთებული. 

როგორც ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ინექციის შემდეგ 498 სერიოზული და მწვავე რეაქცია განვითარდა, რომელთაგან 26 პოტენციურად „თრომბოემბოლიური“ იყო. 

ინდოეთში რეაქციის მაჩვენებელი მილიონ დოზაზე დაახლოებით - 0,61-ია. ეს ციფრი შედარებით დიდია ბრიტანეთსა (4) და გერმანიაში (10). 

ვაქცინირებულებში თრომბის განვითარების იშვიათი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა, თუმცა ინდოეთში AstraZeneca-ს ვაქცინის (ადგილობრივი სახელწოდებით Covishield-ი) მიღების შემდეგ, სერიოზული რეაქცია პირველად აღინიშნა. 

"ევროპის წამლის სააგენტო" და "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას რეკომენდაციას უწევენ. ჯანდაცვის ორგანიზაციების შეფასებით, ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკს აღემატება.