LIVE

პარიზის Disneyland-ი 17 ივნისს გაიხსნება

18 მაი 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 999
პარიზის Disneyland-ი 17 ივნისს გაიხსნება

საფრანგეთი კოვიდ შეზღუდვებს ამსუბუქებს. პარიზში ბარები, რესტორნები და ტურისტული ღირსშესანიშნაობები მუშაობას თანდათანობით განაახლებენ. 17 ივნისს გაიხსნება ცნობილი გასართობი პარკი Disneyland-ი. 

”მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ Disneyland Paris 17 ივნისს გაიხსნება”,- ნათქვამია პარკის განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ Disneyland-ში “ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომები” იმოქმედებს.

თემატური პარკი, სადაც 17 000 ადამიანია დასაქმებული, 30 ოქტომბრიდან სტუმრებს არ იღებს. პარკის გახსნა ჯერ თებერვალში, ხოლო შემდეგ აპრილში იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო, ის ამ დრომდე დაკეტილია. კოვიდ რეგულაციების გამო, Disneyland-ი პირველად გასული წლის 13 მარტიდან 15 ივლისამდე დაიხურა.