LIVE

ჩინეთი დღეში 14 მილიონამდე ადამიანს ცრის

17 მაი 202114:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 555
ჩინეთი დღეში 14 მილიონამდე ადამიანს ცრის
Photographer: AFP/Getty Images

კორონავირუსის ვაქცინაციის ტემპით ჩინეთი ლიდერობს. ქვეყანა ყოველდღიურად თითქმის 14 მილიონ ადამიანს ცრის. ამით ჩინეთი ცდილობს, რომ განვითარებულ დასავლურ ქვეყნებთან მიმართებით, Covid-19-თან ბრძოლასა და ეკონომიკის გახსნაში საკუთარი უპირატესობა აჩვენოს. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მოქალაქეებს ვაქცინის მიღება ეჩქარებათ და უამინდობის მიუხედავად, ვაქცინაციის ადგილებში გრძელი რიგები დგას. ანხოის უდიდეს ქალაქ ხეფეიში პარასკევს 360 000 დოზა გაკეთდა, რაც 10-მილიონიანი ქალაქისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

იმისათვის, რომ იმუნიზაციის კამპანია წარმატებული აღმოჩნდეს, პეკინმა სავალდებულო ვაქცინაციას მიმართა. Covid-19-ის ვაქცინის გაკეთება სავალდებულოა სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებისათვის და კომუნისტური პარტიის წევრებისთვის.

ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის მონაცემებით, პარასკევს ქვეყანაში სულ 13.7 მილიონი ადამიანი აიცრა. იმუნიზაციის ამ ტემპით ჩინეთი უახლოვდება დასახულ მიზანს, რომ ივნისის ბოლოს მოსახლეობის 40% ვაქცინირებული იყოს ან სულ მცირე 560 მილიონი დოზა ვაქცინა იყოს გაკეთებული. კვირის მონაცემებით, ქვეყანაში 393 მილიონი დოზა უკვე ადმინისტრირებულია.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მონაცემებით, ჩინეთს ახლა დღეში 20 მილიონი დოზის ადმინისტრირება შეუძლია. 

გამოთვლების მიხედვით, ჩინეთს 900 მილიონიდან 1 მილიარდამდე ვაქცინირებული ეყოლება მომავალი წლისთვის, როდესაც ქვეყანა "ჯოგურ იმუნიტეტის" გამომუშავებას შეძლებს.

ჩინეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მიდგომას მიმართა. მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაში ერთეული შემთხვევები ფიქსირდებოდა, მან მთელ რეგიონებს “ლოქდაუნი” დაუწესა და ხალხი კარანტინში მოაქცია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია