LIVE

რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში მძიმე ტექნიკა განალაგა

13 მაი 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1207
რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში მძიმე ტექნიკა განალაგა
Reuters

რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკა განალაგა. ინფორმაციას OSCE-ში აშშ-ის მისია ავრცელებს. 

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გამოაცხადა სამხედრო ძალების უკრაინის საზღვრიდან გაყვანის შესახებ, ცოტა ხნის წინ ყირიმში სხვა ტექნიკასთან ერთად განალაგა საჰაერო თავდასხმის ელემენტები, T-72B3 საბრძოლო ტანკები, 120მმ ნაღმმტყორცნები, 122მმ ჰაუბიცები და ჯავშანმანქანები”,- განაცხადა მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ელისაბედ როზენსტოკ-სილერმა და დასძინა, რომ ეს  “უკრაინის დესტაბილიზაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების შეფერხებისკენ მიმართული ფართო მცდელობების ნაწილია”.

გარდა ამისა, რუსეთი აგრძელებს ყირიმის მცხოვრებლების ”შეიარაღებულ ძალებში გადაბირებას. მათი ნაწილი რუსეთის სამხედრო ნაწილებში გადაიყვანეს და მათ დონბასში კრემლის გეგმების შესრულება ევალებათ”.

ეუთოში აშშ-ის მისიამ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს რეპრესიები ყირიმში და გაათავისუფლოს ყველა უკრაინელი პოლიტპატიმარი.

“ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს მილიტარიზაცია, ყირიმის ოკუპაცია და გაიყვანოს ძალები და ტექნიკა აღმოსავლეთ უკრაინიდან”,- აღნიშნულია მისიის განცხადებაში.