LIVE

სლოვაკეთი რუსულ Sputnik V-ს გამოიყენებს

13 მაი 202119:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1178
სლოვაკეთი რუსულ Sputnik V-ს გამოიყენებს
Carolina Cabral Fernandez/Bloomberg

სლოვაკეთი გახდება ევროკავშირის მეორე ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას, Sputnik V-ს, გამოიყენებს. 

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უნგრეთის წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა და რუსეთის მხარის უთანხმოება წამლის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. სააგენტომ განაცხადა, რომ სათანადო მონაცემებზე წვდომის არქონის გამო, მას ვაქცინის რისკებისა და სარგებლის შეფასება არ შეეძლო. მარეგულირებელმა ასევე დაადასტურა, რომ მის მიერ მიღებული დოზები არ შეესაბამებოდა წლის დასაწყისში სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში აღწერილ მაჩვენებლებს.

Sputnik-ის მწარმოებლებმა სააგენტოს ნათქვამი უარყვეს და შეაფასეს, როგორც "არასწორი და შეცდომაში შემყვანი" განცხადება. მათი განმარტებით, სლოვაკეთში ტესტები არაავტორიზებული ლაბორატორიის მიერ ჩატარდა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 200 000 დოზა ვაქცინის უკან დაბრუნება მოითხოვა, სლოვაკეთის მთავრობამ ტესტებთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად მიმართა უნგრეთს, ევროკავშირის ერთადერთ სახელმწიფოს, რომელიც Sputnik-ს უკვე იყენებს.

სლოვაკეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იგორ მატოვიჩმა იმუნიზაციის პროცესის დასაჩქარებლად განაცხადა თანხმობა, რომ მარტში Sputnik-ის 2 მილიონ დოზას იყიდიდა, მაგრამ ამ გარიგებამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. არეულობა, რომელიც მმართველი ალიანსის დაშლის საფრთხეს ქმნიდა, მატოვიჩის გადადგომით დასრულდა.

5,5 მილიონიანი სლოვაკეთი ვაქცინაციის ტემპით ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, უნგრეთს, ჩეხეთს და პოლონეთს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პიტერ ლაკა