LIVE

Facebook-ს WhatsApp-ის გერმანელი მომხმარებლების მონაცემების შეგროვება აეკრძალა

12 მაი 202111:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 761
Facebook-ს WhatsApp-ის გერმანელი მომხმარებლების მონაცემების შეგროვება აეკრძალა

ჰამბურგის მარეგულირებელმა დაავალა Facebook-ს, შეწყვიტოს WhatsApp პლატფორმიდან გერმანელი მომხმარებლების შესახებ მონაცემების შეგროვება. განცხადების თანახმად, კომპანიის მცდელობა, აიძულოს მომხმარებლები დათანხმდნენ განახლებულ კონფიდენციალობის პირობებს, უკანონოა. 

ჰამბურგის მაკონტროლებელი, იოჰანეს კასპარი სთხოვს ევროპულ რეგულატორებს, მიიღონ ზომები და გამოაქვეყნონ ანალოგიური დებულება მთელი ბლოკისთვის. მისი თქმით, WhatsApp-ის ახალი პირობები, რომლებიც ოფიციალურად იძლევა მონაცემთა შეგროვების საშუალებას, არასწორია, რადგან ისინი გაუმჭვირვალე, არათანმიმდევრული და ზედმეტად ფართოა.

“ბრძანება მიზნად ისახავს მილიონობით მომხმარებლის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, რომლებიც ეთანხმებიან პირობებს გერმანიის მასშტაბით. თავიდან უნდა ავიცილოთ ის ზიანი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც დაკავშირებულია ასეთ პროცედურასთან”,- თქვა კასპარმა.

Facebook-ი გლობალური კრიტიკის სამიზნე კონფიდენციალობის ახალი პირობების გამო გახდა, რომლებიც WhatsApp-ის მომხმარებლებმა 15 მაისამდე უნდა მიიღონ. კასპარმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია ინფორმაციის არასწორი გამოყენების თავიდან აცილება, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს რაიმე უკანონო ზემოქმედება სექტემბერში დაგეგმილ არჩევნებზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კარინ მატუშეკი