LIVE

რესტორნები მერიისგან დაპირებულ ფინანსურ დახმარებას სავარაუდოდ, 10 დღეში მიიღებენ

11 მაი 202119:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 618

თბილისის რესტორნები დედაქალაქის მერიისგან ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიღების მოლოდინში არიან. თბილისის მერიაში განაცხადების მიღება დასრულებულია, თუმცა დახმარების გაცემა ჯერ არ დაწყებულა. 

"ძალიან გაუჭირდათ მონაცემების დამუშავება, მეოთხე თვე დაიწყო, რაც ამაზე საუბარი მიდის. ეს კეთილი ნება მათგან წამოვიდა, ჩვენ ძალიან გაგვიხარდა, მაგრამ როდესაც თვეები გრძელდება პროცესი, ბიზნესისთვის რთულია. ამ ხნის განმავლობაში არაერთი ობიექტი გაკოტრდა. რეანიმაცია ადამიანს იქამდე უნდა გაუკეთო, სანამ ცოცხალი",- აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კოტე გაბრიჩიძე. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, რესტორნები ერთჯდერად დახმარებას დაახლოებით 10 დღეში მიიღებენ.

ცნობისთვის, დაანონსებული ფინანსური დახმარება 5 000 ლარია, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს. პროგრამის ბიუჯეტი 2 მლნ ლარია.