LIVE

ბეთლაივი საქართველოს ფეხბურთის მასტერ ლიგის სპონსორი გახდა

11 მაი 202117:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1048
ბეთლაივი საქართველოს ფეხბურთის მასტერ ლიგის სპონსორი გახდა

ბეთლაივსა და საქართველოს ფეხბურთის მასტერ ლიგას შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი 9 მაისს, კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში გაიმართა.

მასტერლიგის ეროვნული ნაკრები წელს შეიქმნა, პირველად საქართველოს ისტორიაში. ნაკრები წარმოადგენს თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან დაკომპლექტებულ გუნდს.

„სასიხარულოა ის, რომ კერძო სექტორმა დაინტერესება გამოთქვა. ჩვენთვის მსგავსი პარტნიორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ჩემპიონატი კიდევ უფრო განვითარება, მოიმატებს როგორც დონე, ისე ხარისხი, ასევე გაიზრდება ჩართულობაც და საზოგადოების მხრიდან მეტი ინტერესი გაჩნდება ჩემპიონატის მიმართ“,- განაცხადა მასტერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ჩალაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასტერლიგის ნაკრები 27 მაისს გაემგზავრება უკრაინაში, საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე. გარდა ამისა, მასტერლიგის ეროვნული ნაკრები კომპანია ბეთლაივის მხარდაჭერით იწყებს მზადებას 2022 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

„სასპონსორო ხელშეკრულებით ბეთლაივი გახდა მასტერლიგისა და საქართველოს ნაკრების გენერალური სპონსორი, ხოლო Live.ge ოფიციალური მედია პარტნიორი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში ჩართულობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა“,- განაცხადა Live.ge-ის დირექტორმა, დიმიტრი დოლიძემ.

კომპანია ბეთლაივი სამომავლოდაც გეგმავს ხელი შეუწყოს ქართული სპორტის განვითარებას.