2021 წლის საქართველოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, მთავრობის საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის იანვარ-მარტში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 322,6 მლნ ლარი, მათ შორის 264,7 მლნ ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 57,9 მლნ ლარი - პროცენტის თანხას. ამავე პერიოდში, საშინაო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 133,4 მლნ ლარი შეადგინა.
მთავრობის ვალის ნაშთი 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით დაახლოებით 31 მილიარდ ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხის 81% საგარეო ვალზე მოდის.
საქართველოს მთავრობის ვალმა პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის 58.8% შეადგინა (დადგენილი ზღვარი მშპ-ის 60%-ია).
ცნობისთვის, "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 63.9% იქნება.