LIVE

ევროკავშირი საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მილიონობით ვაქცინას გაუნაწილებს

11 მაი 202110:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 2395
ევროკავშირი საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მილიონობით ვაქცინას გაუნაწილებს

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ევროკავშირი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონობით დოზას გაუნაწილებს. ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა, Süddeutsche Zeitung ავრცელებს

გამოცემის თანახმად,  უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და ბელორუსში ათობით მილიონი დოზა გაიგზავნება, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კოორდინატორის როლს პოლონეთი შეასრულებს.

ევროპაში ვაქცინების გლობალური განაწილების შესახებ დისკუსია მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვაქცინების პატენტის გაუქმების ინიციატივა წამოაყენა. წინადადებას არ იზიარებს ევროკავშირის წევრების ნაწილი, მათ შორის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ისინი აქცენტს ვაქცინების ხარისხზე აკეთებენ და მიაჩნიათ, რომ უპირველესი ამოცანა წარმოების შესაძლებლობების ზრდა უნდა გახდეს. 

იმის ხაზგასასმელად, რომ ევროკავშირი გლობალურ განაწილებაზე ზრუნავს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში წარმოებული ვაქცინების ნახევარი ექსპორტირებულია: “90 ქვეყანაში გაიგზავნა 200 მილიონი დოზა”. მისი თქმით, ღარიბი ქვეყნების ყველაზე ეფექტური დახმარება იქნება, თუ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი ექსპორტზე მეტ ვაქცინას გაიტანენ.