LIVE

წელს BioNTech-ი ვაქცინების გაყიდვიდან $15 მილიარდამდე შემოსავალს მიიღებს

16 მაი 202117:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 686
წელს BioNTech-ი ვაქცინების გაყიდვიდან $15 მილიარდამდე შემოსავალს მიიღებს

გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, იზრდება ვაქცინის მწარმოებელი გერმანული კომპანია BioNTech-ის გაყიდვების პროგნოზი. კომპანია წელს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გაყიდვიდან 12,4 მილიარდ ევროს ($15,1 მილიარდს) მიიღებს. პირვანდელი პროგნოზით, ის 2021 წლის ბოლოს 9,8 მილიარდ ევროს შემოსავალს ელოდებოდა. 

ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ ვაქცინების გაყიდვით, კომპანიები $26 მილიარდიან შემოსავალს ელოდებიან, ეს თანხა ორივე მწარმოებელზე იყოფა. დამატებით, BioNTech-ი პირდაპირი გაყიდვების შემოსავალსაც ელოდება.

მიუხედავად იმისა, რომ mRNA ვაქცინები (როგორებიცაა BioNTech/Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები) სიახლეა და მათი გამოყენება კორონავირუსის პანდემიის დროს დაიწყო, ისინი მალევე გახდნენ ბაზრის ლიდერები. მოთხოვნის პარალელურად, კომპანიები წარმოების მოცულობას ზრდიან. ვაქცინებზე მოთხოვნას ხელი შეუწყო კონკურენტების, AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებთან დაკავშირებულმა შეფერხებებმა.

კომპანიებს უკვე მიღებული აქვთ მომდევნო წლების შეკვეთებიც. მხოლოდ ევროკავშირმა პარტნიორებს 2022-2023 წლისთვის 1,8 მილიარდი დოზა შეუკვეთა. BioNTech-ი წარმოების გასაფართოებლად, სინგაპურში ახალი ქარხნის მშენებლობას გეგმავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრისგე