LIVE

ვირუსის ახალი შტამი ნავთობის ფასზე ნეგატიურად მოქმედებს

23 დეკ 202007:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 368
ვირუსის ახალი შტამი ნავთობის ფასზე ნეგატიურად მოქმედებს

ნავთობის ვარდნის ტენდენცია ამ კვირაშც გაგრძელდა, რაც SARS-CoV-2-ის ახალი შტამის გავრცელებას უკავშირდება. გარდა ამისა, ფასებზე გავლენა იქონია რუსეთის განცხადებამაც, რომლის თანახმად, კრემლი OPEC+ მომდევნო შეხვედრაზე ნავთობის წარმოების ზრდას დაუჭერს მხარს. 

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, რამდენიმე ქვეყანამ დიდი ბრიტანეთიდან მიმოსვლა აკრძალა. ვირუსის ახალი ტალღა აზიის ქვეყნებშიც ვრცელდება: ტაივანმა აპრილის შემდეგ პირველი ლოკალური გავრცელების შემთხვევა დააფიქსირა.

”ევროპის დიდი ნაწილი პარალიზებულია, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივა ქრება”, ამბობს კოპენჰაგენის Saxo Bank-ის სასაქონლო სტრატეგიის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ამ დრომდე ნავთობის ბაზარი 2021 წელს საწვავის მოთხოვნის აღდგენაზე იყო ორიენტირებული, ვირუსის ახალი შტამის გამოჩენამ კი მოლოდინები ნეგატივისკენ შეცვალა. შესაბამისად, დაღმასვლა დაიწყო ფასებმაც.

West Texas Intermediate-ის თებერვლის ფიუჩერსებზე ნიუ-იორკის საფონდო ბირჯაზე ადგილობრივი დროით 8:07 საათისთვის 1.3% -იანი კლება დაფიქსირდა და ფასმა ბარელზე $47.37 შეადგინა.

თებერვლისთვის გაფორმებული კონტრაქტები Brent-ის ტიპის ნავთობზე ICE Futures Europe– ის ბირჟაზე 1,1% –ით დაეცა და $50,33 დოლარი შეადგინა, მას შემდეგ, რაც ორშაბათს 2,6% –იანი კლება დააფიქსირა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიი ავტორები: გრანტ სმიტი და ანა კოჰი