LIVE

ხვალიდან თურქეთში ლოქდაუნი მკაცრდება

06 მაი 202122:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 5432
ხვალიდან თურქეთში ლოქდაუნი მკაცრდება

ხვალიდან თურქეთში მოქმედი ლოქდაუნი მკაცრდება. მთავრობის განკარგულების თანახმად, მაღაზიებში საქონლის ასორტიმენტი მკვეთრად შემცირდება. 

ყველა კომერციული საწარმო, სამუშაო ადგილი თუ ოფისი დაიხურება, გარდა იმ ადგილებისა, სადაც გადაუდებელი აუცილებლობის პროდუქტი იყიდება. დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საკვები პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიკატების, შინაური ცხოველების საკვებისა და კოსმეტიკური საშუალებების (გარდა პარფიუმერიისა და მაკიაჟის პროდუქტებისა) გაყიდვა. მაღაზიები იმუშავებს 10:00-დან 17:00 საათამდე, კვირაობით კი დაიკეტება. 

შეზღუდვების გამკაცრების პარალელურად, ტურიზმის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში უცხოელ ტურისტებს ჩასვლისკენ მოუწოდებს. ქვეყანაში მოქმედი ლოქდაუნის მკაცრი წესები უცხოელ ტურისტებზე არ ვრცელდება.

"თურქეთი შეუზღუდავია. ახლა ის უკვე ხელმისაწვდომია თურქების გარეშე", - ნათქვამია რეკლამაში, რომელიც უცხოელ ტურისტებს უჩვეულოდ ცარიელ ქუჩებს ჰპირდება. 

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, თურქეთში მკაცრი ლოქდაუნი 29 აპრილს ამოქმედდა და 17 მაისამდე გაგრძელდებაამ დროის განმავლობაში მოსახლეობას ძირითადად სახლში ყოფნა მოუწევს. მათ სახლიდან გამოსვლა მხოლოდ აუცილებელი პროდუქტის შესაძენად და სამედიცინო სერვისის მისაღებად შეეძლებათ. ეს შეზღუდვა არ ეხებათ გადაუდებელი დახმარების სერვისებისა და კვებისა და წარმოების სექტორის თანამშრომლებს.