LIVE

რუსეთმა ერთდოზიანი Sputnik-ი დაამტკიცა და აცხადებს, რომ 79%-ით ეფექტურია

06 მაი 202121:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 937
რუსეთმა ერთდოზიანი Sputnik-ი დაამტკიცა და აცხადებს, რომ 79%-ით ეფექტურია
Andrey Rudakov/Bloomberg

რუსეთმა Sputnik V-ის ერთდოზიანი ვერსია დაამტკიცა. გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდმა (RDIF) განაცხადა, რომ ვაქცინა 79.4%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. 

ფონდის განცხადებით, ვაქცინას, სახელწოდებით Sputnik Light, უწყეტი დაკვირვების მიხედვით, სერიოზული გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება.

RDIF-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაქცინის ერთი დოზა მნიშვნელოვნად ამცირებს ავადმყოფობის მძიმე მიმდინარეობასა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს.

ერთდოზიანი ვაქცინის დამტკიცების მიუხედავად, RDIF–ის აღმასრულებელი დირექტორის,  კირილ დმიტრიევის თქმით, ორდოზიანი Sputnik V ქვეყნაში ძირითად ვაქცინად რჩება. მისი თქმით, ვაქცინის ერთდოზიანი ვერსია განკუთვნილია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ინფექციის სერიოზულ დარტყმას განიცდიან და სიტუაციის განმუხტვა სასწრაფოდ სჭირდებათ.

ფონდის ინფორმაციით, რუსული ვაქცინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა და ის დასავლური ვაქცინებს კონკურენციას უწევს. მიუხედავად ამისა, რუსეთის მთავრობას საკუთარი მოქალაქეების აცრის აუცილებლობაში დარწმუნება უჭირს. ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა მხოლოდ 8%-ს აქვს მიღებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აინ ქუინი