LIVE

"მსოფლიო ბანკმა" უკრაინის განათლების სისტემისთვის $200 მილიონი გამოყო

07 მაი 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 485
"მსოფლიო ბანკმა" უკრაინის განათლების სისტემისთვის $200 მილიონი გამოყო
World Bank

"მსოფლიო ბანკმა" დაამტკიცა $200 მილიონის ღირებულების 5 წლიანი პროექტი უკრაინისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის ეფექტურობის, ხარისხისა და გამჭვირვალობის განმტკიცებას. გადაწყვეტილება "მსოფლიო ბანკის" აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიიღო.

პროექტი - "უკრაინა უმაღლესი განათლების შედეგების გაუმჯობესების მიზნით" - დაეხმარება უმაღლესი განათლების სექტორის ხარისხის ამაღლებას, ასევე შესაბამისობას შრომის ბაზრის საჭიროებებთან, ხელს შეუწყობს მდგრადობასა და სწავლის უწყვეტობას COVID-19 პანდემიის ფონზე. 

ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას დისტანციური სწავლებისთვის, თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებისა და სწავლის დამხმარე საშუალებების შექმნას. გარდა ამისა, პროექტის მიზნებია საგანმანათლებლო სექტორის გამჭვირვალობის გაუმჯობესება, უმაღლესი განათლების მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემის მოდერნიზება, სტუდენტთა ეროვნული კვლევისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევის დაფინანსება.

“მსოფლიო ბანკი" კმაყოფილია უკრაინასთან პარტნიორობით, რათა მოხდეს სწავლების მოდერნიზაცია უნივერსიტეტებში ევროპული სტანდარტების შესაბამისად იმისათვის, რომ ახალგაზრდა უკრაინელები 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარებით იყვნენ აღჭურვილნი”,- განაცხადა "მსოფლიო ბანკის" რეგიონალურმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპაში, არუპ ბანერჯიმ.