LIVE

ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილია ვაქცინირებული, ინფიცირების შემთხვევები იმატებს

05 მაი 202121:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1587
ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილია ვაქცინირებული, ინფიცირების შემთხვევები იმატებს

სეიშელის კუნძულებზე, სადაც ყველაზე მეტი სრულად ვაქცინირებული ადამიანი ცხოვრობს, ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ორი კვირით შეზღუდვები მკაცრდება. ქვეყანაში ვაქცინის ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 60%-ზე მეტი. მიუხედავად ამისა, სეიშელის კუნძულები 2020 წლის ბოლოს არსებულ რეგულაციებს უბრუნდება: ხურავს სკოლებს და აუქმებს სპორტულ ღონისძიებებს. ასევე, იზღუდება საოჯახო თავყრილობები, ბარების სამუშაო საათები კი მცირდება. 

შემთხვევების ზრდის მიზეზად დღესასწაულების პერიოდში მოსახლეობის მიერ შესაბამისი ზომების დაუცველობა სახელდება. 

ქვეყანამ, რომელიც ძირითადად ტურიზმზეა დამოკიდებული, ვაქცინაცია იანვარში ნაჩუქარი ჩინური ვაქცინით დაიწყო, მოგვიანებით კი სხვა ვაქცინები შეიძინა.

3 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის აქტიური შემთხვევების რიცხვი 1068-მდე გაიზარდა. 28 აპრილს ინფიცირებულთა რიცხვი 612-ს შეადგენდა.

სეიშელის კუნძულებზე დაახლოებით 98 000 ადამიანი ცხოვრობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კამლეშ ბაკორი და ანტონი სგუაზინი