LIVE

სატვირთო გადაზიდვის ბუმის ფონზე Turkish Airlines-ის შემოსავლები გაიზარდა

08 მაი 202111:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 659
სატვირთო გადაზიდვის ბუმის ფონზე Turkish Airlines-ის შემოსავლები გაიზარდა
Bloomberg

Turkish Airlines, სტამბოლში დაფუძნებული გადამზიდი კომპანია აცხადებს, რომ მან პირველი კვარტალის წმინდა შემოსავლის სახით $61 მილიონი (438 მილიონი ლირა) მიიღო. კომპანიის შემოსავალი, გაყიდვების შემცირების მიუხედავად, წინა წლის პანდემიისგან გამოწვეულ ზარალს ანაზღაურებს და ანალიტიკოსების შეფასებებს აჭარბებს.

Turkish Airlines-მა გამოიყენა სატვირთო სივრცეზე მოთხოვნა, რაც პანდემიის დროს, ნაკლები ფრენების გამო დეფიციტური იყო. შემოსავლებზე გავლენა ასევე იქონია სავალუტო გაცვლითმა კურსმა და საგადასახადო შემოსავლებმა მაშინ, როცა საოპერაციო ხარჯები, პილოტების ხელფასებისა და საწვავის სახით, შემცირდა.

”პანდემიის დროს ტვირთის ოპერაციებზე ფოკუსმა გაამართლა”,- განაცხადა ბურაკ ისიარმა, ICBC Turkey Securities-ის კვლევის ხელმძღვანელმა.

Turkish Airlines-მა ასევე დაადასტურა წინა წლის ზარალი $327 მილიონი, რაც ავიაკომპანიებისთვის მძიმე პერიოდს დაემთხვა. Bloomberg-ის მიერ გამოკითხულმა ანალიტიკოსებმა ზარალის სახით $6,4 მილიონი ივარაუდეს.

კვარტალური მაჩვენებლები

ტვირთის გადაზიდვის შემოსავლები 77%-ით გაიზარდა და $824 მილიონი შეადგინა, ხოლო მგზავრთა გადაყვანის შემოსავლები 55%-ით შემცირდა და $901 მილიონი შეადგინა.

საოპერაციო ხარჯები შემცირდა თითქმის $1 მილიარდით, საწვავის ხარჯი შემცირდა 47%-ით, პერსონალი 38%-ით, ხოლო გაყიდვებისა და მარკეტინგის ხარჯი 42%-ით

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ონურ ანტი და თუქჩე ოზოი