LIVE

Zara-მ დეკორატიული კოსმეტიკის ხაზი წარადგინა

05 მაი 202122:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 733
Zara-მ დეკორატიული კოსმეტიკის ხაზი წარადგინა
Inditex

ტანსაცმლით საცალო მოვაჭრე Zara-მ კოსმეტიკის ახალი ხაზი წარადგინა.

Zara, ესპანური Inditex-ის ფლაგმანი,  თვალის, ტუჩის, სახისა და ფრჩხილების კოსმეტიკურ პროდუქციას მრავალჯერად კონტეინერებში გაყიდის.

კოსმეტიკური პროდუქციის გაყიდვა ბრენდის ახალი განყოფილების, Zara Beauty-ს სახელით დაიწყება. კოსმეტიკის შეძენა 12 მაისიდან ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში შესაძლებელი იქნება ინტერნეტით, სანამ თანდათანობით გავრცელდება Zara-ს სხვა ლოკაციებზე.

Zara-ს რამდენიმე კონკურენტი უკვე ყიდის კოსმეტიკურ საშუალებებს, მათ შორისაა Hennes & Mauritz-ი, ასევე Asos-ი და Boohoo.

ეს ტენდენცია მიჰყვება ფუფუნების საცალო მოვაჭრეების ტრენდს, მათ შორის Burberry-ს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კოსმეტიკას ყიდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჩარლს ფენტ