Samsung ჯგუფის ხელმძღვანელის, ლი კუნ-ჰის ცოლს ქმრისგან მემკვიდრეობით $7 მილიარდი ერგო.
75 წლის ჰონგ რა-ჰიმ Samsung Electronics-ში დაახლოებით 83-მილიონიანი წილი მიიღო. გასულ კვირას შევსებული მონაცემების თანახმად, იგი კომპანიაში 2,3%-იან წილს ფლობს, რითაც ტექნოგიგანტის ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური აქციონერია.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ჰონგი სამხრეთ კორეაში ყველაზე მდიდარი ქალია, რომლის ქონება დღევანდელი მონაცემებით $7,4 მილიარდს შეადგენს.
ჰონგმა მეუღლის ქონების დაახლოებით 33% მიიღო, თითოეულ შვილს კი დაახლოებით 22% ერგო. მისმა ერთადერთმა ვაჟმა $12.6 მილიარდი მიიღო, დების ქონება კი $5 და $4.4 მილიარდით გაიზარდა.
Samsung Electronics-ის ხელმძღვანელის ოჯახის მიმართ სამხრეთ კორეაში ინტერესი ჯერ კიდევ 2014 წელს გაიზარდა, როცა ლი კუნ-ჰის გულის შეტევა დაემართა. მისი ვაჟი კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის გამო, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მის წინააღმდეგ ორი საქმეა აღძრული.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Samsung-ის ჯგუფის გარდაცვლილი მფლობელის, ლი კუნ-ჰის ოჯახი სამემკვიდრეო გადასახადების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდეს გადასახადს, 12 ტრილიონ სამხრეთ კორეულ ვონს ($11 მილიარდი) გადაიხდის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იოჯუნგ ლი