LIVE

Automobilwoche: Tesla-ს ბერლინის ქარხანა მომავალ წლამდე არ გაიხსნება

02 მაი 202118:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 718
Automobilwoche: Tesla-ს ბერლინის ქარხანა მომავალ წლამდე არ გაიხსნება
Bloomberg

გერმანული სავაჭრო ჟურნალის Automobilwoche-ს ცნობით, Tesla-ს ახალი ქარხანა ბერლინის გარეთ წარმოებას მომავალი წლის იანვრის ბოლომდე არ დაიწყებს. ჟურნალის ინფორმაციით, ქარხნის ამუშავებას ხელი ბატარეის კოლოფის წარმოების შეფერხებამ შეუშალა.

კვირას გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა ხელმძღვანელ გუნდს კიდევ ექვსი თვე მისცა პროექტის დასასრულებლად.

კომპანია ასევე ელოდება ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვას მას შემდეგ, რაც მან ქარხანასთან დაკავშირებული თავდაპირველი განაცხადი შეცვალა. რაც შეეხება Tesla ბერლინის საიტის სხვა პროექტებს, მათ შორის საღებავების მაღაზიას და პრესის ხაზს, ისინი მოწინავე ეტაპზე არიან.

გასულ ორშაბათს, Tesla-მ განაცხადა, რომ გერმანიის ქარხანაში ავტომობილების წარმოება 2021 წლის ბოლოს დაიწყებოდა. რამდენიმე კვირით ადრე კომპანიამ თქვა, რომ ქარხანა მზად ივლისში იქნებოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფ რუვალდი