LIVE

რუსეთმა აპრილში ნავთობის მოპოვება გაზარდა

02 მაი 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 899
რუსეთმა აპრილში ნავთობის მოპოვება გაზარდა
Bloomberg

რუსეთმა აპრილში ნავთობის მოპოვება OPEC+-ის გულუხვი კვოტის წყალობით გაზარდა.

ენერგეტიკის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, გასულ თვეში ქვეყანამ 42,81 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი მოიპოვა. ეს 10,46 მილიონ ბარელს უდრის დღეში და მარტის მონაცემებზე 1,9%-ით მეტია.

როგორც ვიცე პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა გასულ კვირას ტელეკომპანია Rossiya 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთი, როგორც წესი, დაპირებული შემცირების თითქმის 100%-ს ასრულებს. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიხედვით, ქვეყნის საშუალო შესაბამისობის დონე 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მარტამდე 95% იყო.

თებერვლსა და აპრილამდე, რუსეთი და მისი მეზობელი ყაზახეთი ერთადერთი სახელმწიფოები იყვნენ, რომლებსაც OPEC+ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოების გაზრდის უფლება ჰქონდათ. აპრილში რუსეთის ყოველდღიური კვოტა 130,000 ბარელით გაიზარდა, თებერვალსა და მარტში დღეში 65,000 ბარელით ზრდის შემდეგ.

გასულ კვირას, ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ და მისმა მოკავშირეებმა დაადასტურეს გეგმები მაისიდან ივლისამდე დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელით წარმოების გაზრდის შესახებ, რადგან გლობალური მოთხოვნა აღდგენის ფაზაშია.

რუსეთი წარმოების გაზრდას მაისიდან ივლისამდე დღეში 114,000 ბარელით აპირებს, რაც თანაბარ ზრდას აჩვენებს ამ პერიოდის განმავლობაში, განაცხადა ნოვაკმა გასულ თვეში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ტანასი და დინა ხრენიკოვა