LIVE

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინიტრი პროკურატურაში გამოკითხეს

22 დეკ 202015:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 439
იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინიტრი პროკურატურაში გამოკითხეს
Kazuhiro Nogi/AFP via Getty Images

იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინიტრი შინზო აბე პროკურატურაში გამოკითხეს, იტყობინება  Kyodo News.

Kyodo News-ის ცნობით, გამოძიება იკვლევს, დაარღვია თუ არა ყოფილმა პრემიერმა კამპანიის დაფინანსების რეგულაციები მხარდამჭერებისთვის მთავრობის მიერ დაფინანსებული წვეულებების ორგანიზებით. ინფორმაციას ადასტურებს იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ ისინი კონკრეტულ საქმეებზე კომენტარს არ აკეთებენ.

შინზო აბემ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სექტემბერში დატოვა. ის რაიმე სახის დარღვევას უარყოფდა, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს პროკურატურის დასკვნებს, რომლებზეც მედიასაშუალებები ხშირად საუბრობდნენ.

მოქმედი პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდა სუგა წინამორბედს სკანდალის დროს იცავდა. გაზეთ Asahi-ს გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსისა და გამოძიების ფონზე მისი მხარდაჭერა 39%-მდე დაეცა. შედეგებმა შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალი არჩევნების თარიღზე, რადგან ქვედა პალატის უფლებამოსილების ვადა 21 ოქტომბერს იწურება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იზაბელ რეინოლდსი