საინფორმაციო სააგენტო Novoe Vremya-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმერ ზელენსკი ერთმანეთს ვენაში ან იერუსალიმში შეხვდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის ადმინისტრაცია ამჟამად ორმხრივი შეხვედრის ადგილისთვის რამდენიმე წინადადებას ამზადებს. მათ ამის შესახებ რუსულ მხარეს უკვე აცნობეს და მხარეები დღის წესრიგზე მუშაობენ.
ამის მიუხედავად, შეხვედრისთვის აქტიური მზადება მაისის არდადეგების შემდეგ დაიწყება.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სანდო ურთიერთობა აქვს როგორც ჩვენთან, ისე რუსეთთან, ამიტომ იერუსალიმი შეხვედრისთვის კარგი ვარიანტია. არსებობს კიდევ ერთი - ვენა. ორივე ადგილი უსაფრთხოებისა და მხარეთა თანასწორობის თვალსაზრისით შესაფერისია“, - განუცხადა Novoe Vremya-ს წყარომ.