LIVE

ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს

29 აპრ 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 513
ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი შეუქცევადია და მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს. 

„რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა, ასევე, გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია და ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო წლის დასაწყისში, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი, რომელსაც მომდევნო თვეში აუცილებლად დავინახავთ“,- აღნიშნა მინისტრმა მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შესახებ საუბრისას. 

ცნობისთვის, "საქსტატის" წინასწარი შეფასებით, ერთწლიანი კლების შემდეგ პირველად 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. 2021 წლის პირველ კვარტალში კი საქართველოს ეკონომიკა 4.2 პროცენტით შემცირდა.