LIVE

OPEC+ ინდოეთში Covid აფეთქების გამო შეხვედრისთვის ემზადება

27 აპრ 202121:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 636
OPEC+ ინდოეთში Covid აფეთქების გამო შეხვედრისთვის ემზადება
Andrey Rudakov/Bloomberg

ინდოეთში Covid აფეთქებისგან გამოწვეული ნავთობზე გლობალური მოთხოვნის შეფერხების გამო, OPEC+ საგანგებოდ შეიკრიბება და ნავთობის მოპოვების გეგმას გადახედავს.

ჯგუფი განიხილავს ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზს და გადაწყვეტს, უსაფრთხოა თუ არა შეჩერებული წარმოების აღდგენა. OPEC+-ის მიზანია, დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობის წარმოება მომდევნო 3 თვის განმავლობაში.

კარტელის ტექნიკურმა ექსპერტებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც მიმდინარე წელს ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის ძლიერ აღდგენას პროგნოზირებს. თუმცა ეს პროგნოზები ეჭვქვეშ დააყენა ვირუსის გაძლიერებამ, რამაც ამ თვეში საწვავის მოთხოვნა შესაძლოა 350,000 ბარელით შეამციროს.

ტექნიკური კომიტეტი პროგნოზირებს, რომ გლობალური ნავთობის მოხმარება წელს 6 მილიონი ბარელით გაიზრდება. ამის მიუხედავად, OPEC+-ის ერთობლივი ტექნიკური კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ინდოეთში, ბრაზილიასა და იაპონიაში კორონავირუსის გაზრდილმა შემთხვევებმა „შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე“ და ამ ქვეყნებში ვითარების გაუარესებამ შეიძლება „ხელი შეუშალოს ნავთობის მოთხოვნის აღდგენას“.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: გრანტ სმიტი, ხავიერ ბლასი, სალმა ელ ვარდანი და დინა ხრენიკოვა