LIVE

უკრაინა ოდესაში რუსეთის კონსულს ქვეყნიდან აძევებს

27 აპრ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 458
უკრაინა ოდესაში რუსეთის კონსულს ქვეყნიდან აძევებს
Photo from UNIAN

ოდესაში რუსეთის გენერალური საკონსულოს კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მან ქვეყანა 30 აპრილამდე უნდა დატოვოს.

ეს იყო საპასუხო მოქმედება რუსეთის არაკეთილგანწყობილი ნაბიჯის მიმართ - მოსკოვში უკრაინის საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ.

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, ასევე, 1963 წლის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და დამკვიდრებულ დიპლომატიურ პრაქტიკას.