LIVE

იაპონიამ მომავალი წლისთვის რეკორდული $1 ტრილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა

21 დეკ 202018:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 484
იაპონიამ მომავალი წლისთვის რეკორდული $1 ტრილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა

პანდემიის შდეგად იაპონია იძულებული გახდა სახელმწიფო ვალი გაეზარდა და ქვეყანამ შემდეგი ფისკალური წლისთვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 1 ტრილიონ დოლარს აღემატება.

სუგას ადმინისტრაციამ ამ თვეში პანდემიის საპასუხოდ 700 მილიარდ დოლარზე მეტი სტიმულირების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც ნაწილობრივ მომავალი წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ბოლო დღეებში იაპონიის ყოველდღიური ვირუსის შემთხვევები ორჯერ ასცდა 3000-ს. ამის გამო სუგა იძულებულია, მოგზაურობის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მისი ინიციატივა იყო და ეკონომიკის გამოცოცხლებას ისახავდა მიზნად, დროებით შეაჩეროს.

მონეტარული პოლიტიკის მხრივ, იაპონიის ბანკმა პარასკევს შეინარჩუნა მარტივი პოზიცია, და კორონავირუსის საპასუხო პროგრამა ექვსი თვით გააგრძელა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, წელს იაპონიის სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 266% –ს აღწევს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი მშპ – ს 14,2% –ია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იუკო ტაკეო და ემი ურაბე