ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, COVID 19-ის მართვაზე ბიუჯეტმა 114 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
„ბიზნეს ფორმულამ“ პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით, ანაზღაურებული აქვს დიაგნოსტიკის მიმართულებით - 14 078 698 ლარი, ხოლო სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალის შესყიდვისთვის - 941 639 ლარი.
COVID-19-ის მართვისთვის გასატარებელი ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 8 აპრილის მდგომარეობით, ჯამში დახარჯულია 114 280 798 ლარი. მათ შორის, 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა კარანტინის ღონისძიებებზე, 21,3 მილიონი ლარი სამედიცინო პერსონალის დამატებით ანაზღაურებაზე, დაწესებულებების მობილიზებაზე დახარჯულია 71,4 მილიონ ლარზე მეტი.
ამასთან, „ბიზნეს ფორმულა“ ქვეყანაში შემოსულ ვაქცინებზე გაწეული ხარჯებითაც დაინტერესდა, თუმცა უწყება ინფორმაციას არ ასაჯაროებს.