LIVE

Covid-19 მსოფლიო ეკონომიკაზე ღრმა კვალს დატოვებს

18 აპრ 202117:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 694
Covid-19 მსოფლიო ეკონომიკაზე ღრმა კვალს დატოვებს
Bloomberg

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს $26 ტრილიონის დახმარებამ იმაზე სწრაფად უზრუნველყო მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, სამუშაო ადგილების გაქრობა, გაზრდილი უთანასწორობა და ომის დროინდელი დონის ვალი მსოფლიო ეკონომკაზე ღრმა კვლს დატოვებს. განსაკუთრებით ამას ღარიბი ქვეყნები იგრძნობენ.

შარშან მთლიანი შიდა პროდუქტი დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა. International Labour Organization-ის შეფასებით, ეს 255 მილიონი ადამიანის სრულ განაკვეთზე მუშაობის ექვივალენტი ჯდება. Pew Research Center-ის მკვლევარების მიხეთვით კი, ამ მასშტაბის გლობალური საშუალო კლასის შემცირება 90-იანი წლების შემდეგ პირველად მოხდა.

ეკონომიკური ზიანი მსოფლიოსთვის თანაბარი არ იქნება. ღარიბი ქვეყნების ეკონომიკები გაცილებით მეტად დაზარალდებიან პანდემიით და მისი ეკონომიკური ეფექტებით, ვიდრე მდიდარი ქვეყნები. მაგალითისთვის, აშშ-ს მშპ-ს მომავალი წლის პროგნოზი კიდევ უფრო გაზრდილია, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. IMF-ის მიხედვით, მსოფლიოს N1 ეკონომიკა პანდემიით მხოლოდ მცირედით დაზარალდება.

World Bank-მა თავის იანვრის მოხსენებაში, თუ მაკორექტირებელი ზომები არ მიიღება, გლობალური ზრდის იმედგაცრუების ათწლეული დააანონსა. მისი შეფასებით, გლობალური წარმოება 2025 წლისთვის 5%-ით დაბალი იქნება, ვიდრე მისი პრე-პანდემიური ტენდენცია, ხოლო ინფლაციის ზრდის ტემპი, შემდეგი ათწლეულის განმავლობაში 2%-მდე შემცირდება.

ექსპერტები აცხადებენ, რომ დეკადა არ დაიკარგება, თუ სწორი ნაბიჯები გადაიდგმება, განსაკუთრებით მუშა ხელის გადამზადების და კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალებულების დახმარების მიმართულებით. გამოსავალი მოიცავს წამახალისებელ პოლიტიკას, რომელიც ბიზნესს განვითარებაში და ინვესტირებაში დაეხმარება, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების მიმართულებით.  ამ მიზეზით, ცენტრალური ბანკები და მთავრობების უმეტესობა უკვე მიანიშნებს, რომ ისინი ეკონომიკურ სტიმულს მომავალშიც გააგრძელებენ.

კრიზისის კიდევ ერთი ეკონომიკური მემკვიდრეობა ასევე შეიძლება გახდეს მომხმარებლის ქცევის შეცვლა. ღელვა, რომელიც ჯანმრთელობის და დაქირავების გარშემო არსებობს, შესაძლოა, მომხმარებლის ხარჯვის ფორმისა და ნდობისთვის მთავარი ფაქტორი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ბევრმა დააგროვა დანაზოგი, მომხმარებლის მომავალი ხარჯვის მოდელი, რისკად რჩება.

”ნამდვილი გაურკვევლობაა იმის შესახებ, თუ რამდენად იცვლება ხალხის ქცევა მოხმარების წესების მხრივ ამ კრიზისის შედეგად,” - ამბობს ადამ პოზენი, Peterson Institute for International Economics-ის პრეზიდენტი. ”თუ ხალხი დაუბრუნდა რესტორნებში კვებას, მოგზაურობას, სპორტულ დარბაზებს, მაშინ ბევრი ინდუსტრია აღორძინდება. მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ადამიანების გემოვნება მართლაც შეიცვალა. ამ შემთხვევაში გარდამავალი უმუშევრობა გაიზრდება, ამისთვის კი სამთავრობო დახმარება არ არსებობს"- დასძენს ის

უმუშევრობის კიდევ ერთი ფაქტორი რობოტიზაცია შეიძლება გახდეს. ჯანმრთელონის კრიზისმა რობოტების გამოყენება დააჩქარა როგორც წარმოებაში, ასევე მომსახურების ინდუსტრიაში.

McKinsey-ის მიხედვით, 100 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს რვა უმსხვილეს ეკონომიკაში შეიძლება 2030 წლისთვის ოკუპაციის შეცვლა დასჭირდეს. რაც უფრო დიდხანს დარჩებიან ადამანები უმუშევრად, მით უფრო მეტად მოხდება მათი უნარ-ჩვევების ატროფია, რაც უმუშევრობის დამატებითი ფაქტორი გახდება.

გრძელვადიანი შედეგები ასევე აშკარა იქნება ადამიანურ კაპიტალში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ზოგიერთ ქვეყანაში პანდემიამ ბავშვები და უნივერსიტეტის სტუდენტები საკლასო ოთახებს მიღმა დატოვა.

Organization for Economic Cooperation and Development-ის გაანგარიშებით, დახურვის შედეგად დაზარალებული მოსწავლეებისთვის, წლის მესამედის ჩაგდებამ, რაც პანდემიის დასაწყისში გამოცხადდა, შეიძლება ქვეყნის მშპ მომავალი საუკუნის განმავლობაში შეამციროს. OECD-ის გამოთვლით, 1-12 კლასის მოსწავლეებმა შეიძლება 3%-ით ნაკლები შემოსავალი გამოიმუშავონ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში, რაც ძირითადად ღარიბ ქვეყნებს დააზარალებს.

სრული ეკონომიკური აღდგენის დაფინანსება კი, International Finance-ის მიხედვით, მსოფლიოს $24 ტრილიონიანი ვალით, რომელიც მან 2020-ში აიღო, კიდევ უფრო რთულდება. ჯამში მსოფლიოს ახლა $281 ტრილიონიანი ვალი აქვს.

Moody's Analytics- ის მთავარი ეკონომისტის, მარკ ზანდის თქმით, ვალის კრიზისის გარეშეც, როგორც კი საპროცენტო განაკვეთები ზრდას დაიწყებს, როგორც მთავრობები, ასევე კომპანიები ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებიან.

”გლობალური ეკონომიკა პანდემიის შემდეგ სრულ მუშაობას უფრო სწრაფად დაუბრუნდება, ვიდრე ეს ფინანსური კრიზისის შემდეგ მოხდა. მაგრამ სრული ამუშავების შემდეგაც კი, გლობალური ეკონომიკა იმ შენელებულ ტემპში ჩარჩება, რომელიც პანდემიამდე იყო გაბატონებული.”- ამბობს ზანდი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ედნა კურანი და სიმონ კენედი