LIVE

Porsche-ს Taycan-ის მოდელი ძლიერ გაყიდვებს აფიქსირებს

17 აპრ 202115:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 736
Porsche-ს Taycan-ის მოდელი ძლიერ გაყიდვებს აფიქსირებს
Bloomberg

Porsche-ს Taycan-ის სედანის გაყიდვები, რომელიც ბრენდის მთლიანად ელექტრონული მოდელია, Porsche-ს საკულტო 911 სპორტული მანქანის გაყიდვებს თითქმის ემთხვევა.

პირველ კვარტალში Porsche-მ 9,072 Taycan-ი აწარმოა. მოდელი ბრენდის 911-ის მოდელს 61 ერთეულით ჩამორჩება. მწარმოებელმა თავის პირველი, მთლიანად ბატარეის ენერგიაზე მომუშავე მოდელი, რომელიც Tesla-ს Model S-ს უწევს კონკურენციას, 2019 წელს წარადგინა.

”დამკვიდრებულმა მოდელებმა მხარი დაუჭირეს ამ შესანიშნავ შედეგს, ჩვენი წარმოების სხვა მოდელებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, მთლიანად ელექტრონული Taycan-ის ახალ მოდელთან ერთად” - განაცხადა Porsche-ს გაყიდვების ხელმძღვანელმა დეტლევ ვან პლატენმა პირველ კვარტალში ბრენდის 36%-იან ზრდასთან დაკავშირებით.

Taycan-ი დამკვიდრებული ავტომობილების მწარმოებლის ელექტრომობილებში ძვირადღირებული გადაადგილებისთვის ლაკმუსის ტესტია. Porsche-სთვის ელექტრონული გაყიდვების გაზრდა მნიშვნელოვანი იქნება ჯანსაღი მოგების შესანარჩუნებლად, რადგან ეს განყოფილება VW-ს ჯგუფის ყველაზე მომგებიანი კონტრიბუტორია.

Porsche- ს მთლიანი გლობალური მიწოდება პირველ კვარტალში 71 986 მანქანამდე გაიზარდა, რაც ძირითადად ჩინური მოთხოვნით არის გამოწვეული, რომელიც მისი უდიდესი ბაზარია.

კომპაქტური Macan-ის მოდელის SUV ბრენდის ყველაზე გაყიდვადი მოდელი იყო. Porsche მომავალ წელს Macan-ის ელექტრონულ ვერსიასაც გამოუშვებს.

კომპანია, ნახევარგამტარული ნაწილების გლობალური დეფიციტის და ინდუსტრიაში ამით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, ბიზნესის პერსპექტივებს კვლავ ოპტიმისტურად უყურებს.

"შეკვეთები ძალიან კარგად მიდის"- ამბობს ვონ პლატენი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფ რუვალდი