LIVE

ახალი ზელანდია თამბაქოსგან სრულად გათავისუფლებას გეგმავს

18 აპრ 202115:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 1538
ახალი ზელანდია თამბაქოსგან სრულად გათავისუფლებას გეგმავს
Jenny Kane/AP

ახალმა ზელანდიამ კომპლექსური პაკეტი შეიმუშავა, რომლითაც 2025 წლისთვის თამბაქოსგან თავისუფალი ერი უნდა გახდეს. ინიციატივებს შორის არის თამბაქოს მოხმარებისთვის ლეგალური ასაკობრივი ზღვრის ეტაპობრივი ზრდა, რაც შეიძლება საბოლოოდ იმით დასრულდეს, რომ აიკრძალოს 2004 წლის შემდეგ დაბადებულებზე სიგარეტის და თამბაქოს პროდუქტების გაყიდვა. 

"გვჭირდება ახალი მიდგომა, რადგან ყოველწლიურად დაახლოებით 4,500 ახალ ზელანდიელი კვდება თამბაქოს მოხმარების გამო," განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ.

მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა ბაზარზე დაშვებულ თამბაქოს პროდუქტებში ნიკოტინის შემცველობის მინიმუმამდე შემცირებაა. ამ ინიციატივას უკვე გამოეხმაურა კერძო სექტორიც.

22nd Century, რომელიც მცენარეული ბიოტექნოლოგიის კომპანიაა და თამბაქოს მავნებლობის შემცირებაზეა ორიენტირებული, ნიკოტინის ძალიან დაბალ შემცველობის თამბაქოსა და კანაფის კვლევაზე მუშაობს. კომპანიამ განაცხადა, რომ იგი მზად არის მხარი დაუჭიროს ახალ ზელანდიას იმ მიზნის მიღწევაში, რაც 2025 წლისთვის არამწეველი ერის სტატუსის მოპოვებას გულისხმობს.

იმის გათვალისწინებით, რომ 22nd Century დაბალნიკოტინიანი სიგარეტის ერთადერთი მიმწოდებელია, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევაში გამოიყენება, აქვს FDA-ს ნებართვა და მზად არის პროდუქტის კომერციულ წარმოებაზე გადასასვლელად, გამოდის, რომ კომპანიას კარგი შანსები აქვს ახალი ზელანდიის RNC სიგარეტის მოსამარაგებლად.

22nd Century-ის სიგარეტები შეიცავს მხოლოდ 0,5 მილიგრამ ნიკოტინს 1 გრამ თამბაქოზე, რაც 95%-ით ნაკლები ნიკოტინია ვიდრე თამბაქოს სხვა მწარმოებლები იყენებენ. ეს რაოდენობა ზუსტად შეესაბამება ახალი ზელანდიის წინადადებას. 22nd Century-ის RNC სიგარეტი ასევე არის ერთადერთი წვადი თამბაქოს პროდუქტი, რომელიც  FDA-ს შემოთავაზებულ ნიკოტინის წესს შეესაბამება და მისი გაყიდვა უკვე ნებადართულია აშშ-ში.

საერთო ჯამში, მიუხედავად საყოველთაო მოწონებისა, ახალი ზელანდიის მთავრობის ინიციატივამ გარკვეული კრიტიკაც დაიმსახურა, მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ აკრძალვებმა შესაძლოა თამბაქოს არალეგალური ბაზრის გაძლიერებას შეუწყოს ხელი, ხოლო მცირე მოვაჭრეები გაკოტრდნენ. ამ რისკის არსებობას მთავრობაც აღიარებს.

ქვეყნის მემარჯვენე პოლიტიკურმა პარტიამ, ACT-მ გაავრცელა განცხადება სადაც აღნიშნულია, რომ ყველაზე ნაკლებ შეძლებულ მწეველ მოსახლეობას უფრო მეტის დახარჯვა მოუწევს სიგარეტზე. 

არსებული მონაცემებით, ახალ ზელანდიაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ეწევა ყოველდღიურად, ხოლო კიბოთი გარდაცვალების ყოველი ოთხი შემთხვევიდან ერთის მიზეზად მოწევა სახელდება. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოკვეთილია მაორის ხალხში - ქალების 30% ეწევა ყოველდღიურად, ხოლო მათი სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი კიბოა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია