ვაქცინაციის პროცესის სტიმულირების მიზნით, გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობს ვაქცინაციის კამპანიაში და ყველას, ვინც იცრება“,- ნათქვამია ანგელა მერკელის განცხადებაში.
ანგელა მერკელთან ერთად ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა. ორივე მათგანმა AstraZeneca-ს ვაქცინა აირჩია, მიუხედავად სისხლის შედედებასთან იშვიათი კავშირისა, რამაც ვაქცინის შეზღუდვა გამოიწვია ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში.
ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში 20 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. მოსახლეობის დაახლოებით 18.5%-მა მიიღო სულ მცირე ერთი დოზა. მთავრობამ პირობა დადო, რომ ზაფხულის ბოლოსთვის ვაქცინის სულ მცირე ერთ დოზას ყველა მსურველს შესთავაზებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლეინ როჯერსი