LIVE

IMF: ჩინეთის ტექნოლოგიური იზოლაცია გლობალურ ეკონომიკას დაასუსტებს

17 აპრ 202116:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 851
IMF: ჩინეთის ტექნოლოგიური იზოლაცია გლობალურ ეკონომიკას დაასუსტებს
Reuters Connect

”აშშ-ს და ჩინეთს და, პროტენციურად, ევროპას შორის ტექნოლოგიური გათიშვას იმაზე მეტი ნეგატიური გავლენა ექნება გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ), ვიდრე მიმდინარე სავაჭრო ომს“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩინეთის მისიის ხელმძღვანელმა, ჰელენა ბერგერმა. მისი თქმით, მსოფლიო ისეთი ურთიერთდამოკიდებული გახდა, რომ ქვეყნებს შორის ცოდნის გაცვლის გარეშე, მაღალი ფასის გადახდა მოგვიწევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის თანახმად, ტექნოლოგიური ფრაგმენტაცია დაახლოებით 5%-ით შეკვეცავს მრავალი ქვეყნის მშპ-ს, რაც 10-ჯერ მეტია, ვიდრე აშშ-ის და ჩინეთის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფების ეფექტი.

აპრილის დასაწყისში ბაიდენის ადმინისტრაციამ შვიდი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია იმ სიას დაამატა, რომელთანაც ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ ვაჭრობა, სპეციალური ნებართვის გარეშე. ამ ნაბიჯით, გაგრძელდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს დაწყებული ექსპორტის შეზღუდვის პოლიტიკა, მათ შორის ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Huawei Technologies მიმართ.

ბაიდენის გუნდი კვლავ ჩინეთის პოლიტიკის შემუშავების პროცესშია, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო ტრამპისგან - მათ შორის $300 მილიარდიანი ტარიფები ჩინურ პროდუქტებზე. სავარაუდოა, რომ ჩინეთის მიმართ აშშ-ის ახალი სტრატეგია, წინამდებარეს მსგავსი იქნება.

”აშშ-ჩინეთს შორის დაძაბულობა ერთ-ერთი რისკფაქტორია, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. ეს ჩვენი მუდმივი საზრუნავია”, - თქვა ბერგერმა.

”მაგრამ ყველაფერი შეიძლება უფრო გართულდეს, თუ ტექნოლოგიურ დაშორებას დავუშვებთ აშშ-ს, ევროკავშირსა და ჩინეთს შორის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალური ეკონომიკისთვის ძირითადმა კონტრიბუტორებმა თანამშრომლობის გზები გამოძებნონ“ -განაცხადა ფონდის მაღალჩინოსანმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მაიქლ ჰითი და ქეთლინ ჰეიზი